ცინცაძის ბუდიველნიკი ევროთასის ფინალში ვერ გავიდა

ცინცაძის ბუდიველნიკი ევროთასის ფინალში ვერ გავიდა

გიორგი ცინცაძე ევროტურნირს მიღმა დარჩა. კიევის „ბუდიველნიკს“ ევროთასის ფინალში გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი ცინცაძის გუნდმა შინ ესპანურ „ბილბაოსთან“ 10 ქულით წააგო, რის სემდეგაც სტუმრად ამაზე მეტით გამარჯვება უნდოდა. კიეველებმა ბილბაოში არათუ მოიგეს, 22 ქულით განადგურდნენ – 53:75.
 
ცინცაძემ  მოედანზე 23:13 წუთი გაატარა და ბურთი ვერ ჩააგდო. გიორგიმ ორ-ორი ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და აქტივში 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 2 დაკარგა და 1 პერსონალური მიიღო.
 
ევროთასის ფინალში ერთმანეთს „ბილბაო“ და ყუბანის „ლოკომოტივი“ ითამაშებენ, „ბუდიველნიკი“ კი მთლიანად უკრაინის ჩემპიონატზე გადაერთვება.