ცინცაძის ბუდიველნიკმა შინ აზოტთან წაიფორხილა

ცინცაძის ბუდიველნიკმა შინ აზოტთან წაიფორხილა

უკრაინის სუპერლიგაში მეორე ადგილზე მყოფმა „ბუდიველნიკმა“ დღეს უკრაინის სუპერლიგის ერთ–ერთ აუტსაიდერ „აზოტს“ უმასპინძლა და მოულოდნელი მარცხი იწვნია – 89:93. გიორგი ცინცაძის გუნდმა ამ წაგებით მეორედან მეექვსე ადგილამდე ჩამოინაცვლა.
ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა გამორჩეული არაფერი გაუკეთებია. ცინცაძემ მოედანზე გატარებულ 15 წუთში 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 2 ორქულიანი და 2 სამიანი ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა.
კიეველებს 6 მოგება და 3 მარცხი აქვთ და როგორც ვთქვით, სუპერლიგის ცხრილში მე–6 ადგილს იკავებენ. 31 ოქტომბერს „ბუდიველნიკს“ ანალოგიური შედეგის მქონე მეტოქე ესტუმრებათ – ცინცაძის გუნდის მეტოქე „დინეცკი“ იქნება, სადაც ქართველი კალათბურთელი 2 წლის წინ თამაშობდა.