ცინცაძის “ჩემპვილმა” რეგულარული მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში “ალ რიადს” შეხვდება

ცინცაძის “ჩემპვილმა” რეგულარული მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში “ალ რიადს” შეხვდება

ლიბანში რეგულარული ჩემპიონატის დასრულდა. ბოლო ტურში გიორგი ცინცაძის “ჩემპვილი” ლიდერ “ალ რიადს” შეხვდა და მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ მეოთხედფინალში სწორედ ამ გუნდს შეხვდება.
“ალ რიადს” გამარჯვება სჭირდებოდა საიმისოდ, რომ პირველ ადგილზე გასულიყო და ეს მოახერხა კიდეც – 78:65. წაგებულმა “ჩემპვილმა” კი მე-8 ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში, რომელიც 3 მოგებამდე გრძელდება, სწორედ “ალ რიადს” შეუწყვილდა.
რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, მასში ცინცაძემ შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ უკანახაზელზე ოდნავ უკეთესად იასპარესა ვლადან ვუკოსავლევიჩმა, რომელმაც 20 ქულა და  9 მოხსნა დააგროვა.
პლეი ოფი სტარტს 25 მაისს აიღებს. “ალ რიადი” – “ჩემპვილის” წყვილში მოედნის უპირატესობა ალრიადელებს აქვთ.