ცინცაძის დონეცკმა ვითიბი ლიგაზე ლიტვურ “რიტასთან” წააგო

ცინცაძის დონეცკმა ვითიბი ლიგაზე ლიტვურ “რიტასთან” წააგო

გიორგი ცინცაძის “დონეცკმა” ვითიბი ლიგაზე საშინაო მარცხი იწვნია. დონეცკელებმა ვერაფერი გააწყვეს ვილნიუსის “ლიუტუვოს რიტასთან” და დიდი სხვაობით – 68:89 წააგეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
“დონეცკმა” ვითიბი ლიგის A ჯგუფში 4 მოგების წილ მე-2 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილამდე დაქვეითდა. ცინცაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 1 დეკემბერს  შინ რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდთან” ელის.