ცინცაძის “გრავლინმა” სტრასბურში მარცხით პირველობის შანსი დაკარგა

ცინცაძის “გრავლინმა” სტრასბურში მარცხით პირველობის შანსი დაკარგა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში გალიდერების შანსი ჰქონდა, თუმცა მორიგი ტურის შეხვედრა ევროლიგის მონაწილე „სტრასბურთან“ სტუმრად წააგო და მეორე ადგილზე დარჩა.
ცინცაძის „გრავლინს“ სტრასბურგელებთან შანსი არ ჰქონიათ და საბოლოოდ 19 ქულით – 66:85 წააგეს. ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა. ამ სიმბოლურ დროში გიორგიმ მხოლოდ ერთხელ შეუტია სტრასბუგელთა ფარს, თუმცა მიზანში ვერ გაარტყა. გრავლინელებს ტრადიციულად მარკუს დავმა (17 ქულა) და ენდრიუ ანბისმა (15) ულიდერეს.
8 მოგებით და 3 წაგებით „გრავლინი“ მეორე ადგილს „მონაკოსთან“ ერთად იყოფს. მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, ცინცაძის გუნდი „პო ორტეზს“ უმასპინძლებს.