გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის “ტარტუ როკმა” ბალტიის ლიგაში საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ესტონეთის ჩემპიონმა აქამდე დაუმარცხებელსა და ბალტიური ლიგის ლიდერ “ასკ რიგას” უმასპინძლა და საკმაოდ იოლად, 84:69 დაჯაბნა.
გიორგი ცინცაძე მეტოქეს არ შეეპუა
ქართველთაგან ესტონური გრანდის სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ცინცაძემ ითამაშა და ჩინებულადაც გაისარჯა. 37 წუთში გიორგიმ 16 ქულა, 10 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა და მასპინძლებს ორმაგი დუბლით შეეწია.ცინცაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა.სანიკიძეს მხოლოდ 8 წუთი ერგო და მან 2 ქულისა და 3 მოხსნის მოგროვება მოასწრო. ვიქტორმა ორივე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, თამაშიდან კი ლატვიელთა ფარისთვის არ შეუტევია.ცინცაძის გარდა, “როკის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა გადააბიჯა – პადემ 19 ქულა მოაგროვა, ბერდმა – 18, ხოლო ტეინმა – 15. ამ მოგებით “როკი” ბალტიის ლიგაში მეხუთე ადგილზე დამკვიდრ – ტარტუელებს 3 გამარჯვება აქვთ 2 მარცხის წილ.ქართველთა კლუბი ბალტიის ლიგაში მომდევნო მატჩს ლატვიაში გამართავს. 4 ნოემბერს ტარტუელები “ვალმიერას” გაეჯიბრებიან.