საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი ცინცაძემ უკრაინულ კარიერაში პირადი რეკორდი დაამყარა. რაც კიევის „ბუდიველნიკში“ თამაშობს, პასების მხრივ მისი საუკეთესო შედეგი 8 შედეგიანი გადაცემა იყო, რომელიც 2 ოქტომბერს მან „აზოვმაშთან“ მატჩში მიითვალა. უკრაინის გასული ტურის მატჩში კი ცინცაძემ 11 პასი მოაგროვა, თუმცა თავისი გუნდი გამარჯვებისგან ვერ იხსნა. „ბუდიველნიკი“ სტუმრად „დნიპროსთან“ 74:81 დამარცხდა.
ქართველმა გამთამაშებელმა თავისი უშუალო მოვალეობა მშვენივრად შეასრულა. ცინცაძემ შეტევების ორგანიზებას, ბურთის გათამაშებას კარგად გაართვა თავი, მაგრამ ეს წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ცინცაძემ 11 მოხსნასთან ერთად 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 4 ორქულიანიდან 1, ხოლო 2 საჯარიმოდანაც 1 ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი კი ააცილა. კიეველთაგან 17 ქულით ბომბარდირი ლეო ლაიონსი გახდა, ხოლო 16 ქულა მიხაილო ანისიმოვმა მოაგროვა.
მარცხის მიუხედავად, „ბუდიველნიკი“ პირველ ადგილს მყარად ინარჩუნებს. კიეველებს 27 მოგება და 9 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას ცინცაძის გუნდი 22 მარტს, „მიკოლაევთან“ გამართავს.