გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკს“ შიდაჩემპიონატში ყველაზე პრინციპული მეტოქე ჰყავდა. „როკერები“ სტუმრად შეხვდნენ ტალინის „კალევს“ და მეტოქე ერთი ამოსუნთქვით – 80:60 დაამარცხეს.
ესტონეთში 2 კალევია: „ტტუ კალევი“ და „კალევ კრამო“. ორვე მათგანი ძლიერია და ჩემპიონობის კანდიდატებადაც განიხილებიან. პირველობას „როკი“ ლიდერობს, შემდეგ კი ეს ორი გუნდია განლაგებული, დანარჩენები კი ძალიანუსუსურები არიან და ლიდერ სამეულთან თითქმის სულ აგებენ. ტალინში დაფიქსირებული შედეგი კი ცოტა მოულოდნელია – „როკის“ ასეთ იოლ გასეირებას ცოტა თუ ელოდა.
ქართველმა კალათბურთელმა ტარტუელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 19:36 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. ”როკის” რიგებში საუკეთესო იანარ ტალტსი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა, სილვერ ლეპიკმა კი 17 ქულას 8 მოხსნა წაამატა. „როკერებს“ 14-დან 13 თამაში აქვთ მოგებული და მე-2 ადგილზე მყოფ ”კალევ კრამოს” 1 გამარჯვებით უსწრებენ.