ცინცაძის “როკმა” ესტონეთში უშუალო კონკურენტი დაამარცხა

ცინცაძის “როკმა” ესტონეთში უშუალო კონკურენტი დაამარცხა

გიორგი ცინცაძის „ტარტუ როკს“ ესტონეთის ჩემპიონატში ერთადერთი რეალური კონკურენტი ჰყავს – „კალევ–კრამო“. ჰოდა, მორიგ ტურში სწორედ მას ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მეტოქის მოედანზე ჩატარდა, ქართველი გამთამაშებლის გუნდმა მაინც გაიმარჯვა. ტალინში გამართულ შეხვედრის პირველი მეოთხედი ტარტუელებმა 10 ქულის სხვაობით (25:15) მოიგეს და საბოლოოდ, ეს უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს – 81:71.
ცინცაძემ „როკის“ სასტარტო ხუთეულში იყო და 26:25 წუთში, 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა, 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.
 
ტარტუელთა შორის საუკეთესონი ვალო ალინგუ (26 ქულა) და კალისტუს ეზიუკვუ (19 ქულა, 11 მოხსნა) იყვნენ, ხოლო ”კალევ/კრამოს” ლიდერმა რეიმო ტამმა 21 ქულა მოაგროვა.
”როკს” 20 მატჩში 19 გამარჯვება მოუგროვდა და „კალევ–კრამოს“ 2 გამარჯვებით უსწრებს. ცინცაძის კლუბს ჩემპიონატში მორიგი მატჩი 30 იანვარს, მე-3 პოზიციაზე მყოფ ”ტტუ–კალევთან” აქვს ჩასატარებელი.
 

ცინცაძემ კალეველი გრეგორ არბეტი ჰაერში ააფრინა