ესპანური პრიმერადივიზიონის 29-ე ტურში ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა” ტაირონ ელისის “კახასოლს” ესტუმრა და პრინციპულ მატჩში 90:81 იმარჯვა.
ცქიტიშვილს მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, თუმცა, მოედანზე 28 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ.
ქართველმა ფორვარდმა 15 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ანტონიო ბუენოს (29 ქულა) ჩამორჩა. ნიკოლოზმა 2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
“კახაოლის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა საქართველოს ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი ტაირონ ელისი, რომელიც 23 წუთში 9 ქულას, 1 მოხსნასა და 3 პასს გამორჩა. ელისმა 2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
ტაირონის კლუბი 10 მოგებითა და 19 მარცხით მე-12 ადგილზეა და თუკი სეზონის ბოლო ნაწილი არ ჩააგდო, ლიგის დატოვება არ ემუქრება.
ცქიტიშვილის “ფუენლაბრადას” 14 გამარჯვება და 15 წაგება აქვს და მე-9 ადგილზეა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს მერვე, ფლეი-ოფში გასმვლელ პოზიციაზე მყოფ “რიკო მანრესას”, რომელიც მადრიდელთა უმთავრესი კონკურენტია.
ბურთს ტენის ნიკა ცქიტიშვილი