21 აპრილს ლიბანში ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართება, რომლშიც ერთმანეთს დედაქალაქ ბეირუთის და დანარჩენი ლიბანის ქალაქების ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გამოკითხვაში მონაწილეობს ქართველი ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილიც, რომელიც მე-4 ნომრის პოზიციაზე ჯერჯერობით მეორე ადგილზეა.
14 აპრილს ცქიტიშვილის „ჩემპვილი“ ლიბანის ჩემპიონატის ლიდერ „რიადს“ შეხვდა და 76:84 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად – 40 წუთი ითამაშა და თავი 17 ქულას, 3 მოხსნას და თითო პასს, ჩაჭრას და დაფარებას მოუყარა. ნიკამ 9-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამიანი ჩააგდო, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
17 მოგებითა და 11 მარცხით „ჩემპვილი“ ირანის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ცქიტიშვილის გუნდი 16 აპრილს „ჰუპსთან“ გამარტავს.
ლიბანის ოლ სტარის გამოკითხვაში მონაწილეობა შემდეგი ბმულიდანაა შესაძლებელი:
http://www.lbcgroup.tv/sports/all-star-ballot