ცქიტიშვილი “მაჰრამს” ჩემპიონობისკენ მიუძღვება

ცქიტიშვილი “მაჰრამს” ჩემპიონობისკენ მიუძღვება

ნიკა ცქიტიშვილის “მაჰრამმა“ მეორე მატჩიც მოუგო „პეტრუჩიმს“ და ირანის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პირველი მატჩის მსგავსად ქართველი ფორვარდი გახდა. ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 29 ქულა და 10 მოხსნა.
 
შეხვედრა კვლავ „პეტრუჩიმის“ მოედანზე შედგა, თუმცა მაჰრამელებს არც ამჯერად გასჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება. ქართველი კალათბურთელის აქტიურობისა და შედეგიანობის ხარჯზე თეირანელებმა „პეტრუჩიმი“ 95:82 დაამარცხეს და ჩემპიონობას მიუახლოვდნენ.
 
სერიის მომდევნო შეხვედრა 21 მაისს თეირანში, მაჰრამელთა მოედანზე გაიმართება.