ცქიტიშვილი “მაჰრამში” ლიდერად იქცა

ცქიტიშვილი “მაჰრამში” ლიდერად იქცა

ნიკოლოზ ცქიტიშვილი აგრძელებს წარმატებულ თამაშს ირანის ჩემპიონატში და თავის გუნდ „მაჰრამს“ გამარჯვებებისკენ მიუძღვის. ”მაჰრამმა” მეხუთე ტურში სტუმრად ”პოუიას” 94:73 სძლია და ამ მატჩში ცქიტიშვილმა 17 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 19:29 წუთში 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა.
 
ცქიტიშვილმა ირანში გადასვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა მეექვსე ტურში ითამაშა. მაჰრამელებმა შინაურ კედლებში ”ჰაფარი” 80:67 დაამარცხეს, ქართველი კი სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა და მოედანზე 37:34 წუთი დაჰყო. ნიკა ალბათ მეტსაც ითამაშებდა, 5 პერსონალურის გამო მოედანი რომ არ დაეტოვებინა.
 ქართველმა ფორვარდმა 16 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ნიკამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და ოთხივე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
 
 ”მაჰრამის” ირანის ჩემპიონატზე ექვსივე მატჩი მოგებული აქვს და ”ზობ აჰანთან” ერთად ცხრილის სათავეშია. ცქიტიშვილის კლუბი მომდევნო შეხვედრას ერთ-ერთი აუტსაიდერი ”გორგანის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 1 გამარჯვება მოუპოვებია.