ცქიტიშვილის 15 ქულა და კვლავ გამარჯვება ლიდერთან

ცქიტიშვილის 15 ქულა და კვლავ გამარჯვება ლიდერთან

იაპონიის ჩემპიონატში ასეა – გუნდები ერთმანეთს 2 დღეში თითო მატჩს ეთამაშებიან. ნიკა ცხიტიშვილის „ტოჩიგი ბრექსმა“ „აიშან სი ჰორსთან“ მეორედაც ითამაშა და კვლავ დაამარცხა. თუკი პირველ შეხვედრაში ცქიტიშვილის გუნდმა 5 ქულით იმარჯვა, მეორე მატჩი უფრო დამაჯერებლად – 82:68 მოიგო.
ცქიტიშვილისთვის ეს იყო სეზონის საუკეთესო მატჩი. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 20:55 წუთში კი 15 ქულა, 1 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ნიკოლოზმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
“ტოჩიგი ბრექსი” 10 მოგებით და 2 წაგებით პირველ-მეორე ადგილებს ტოკიოს “ტოიოტა ალვარკთან” ერთად იყოფს. ქართველი ფორვარდის კლუბი მორიგ მატჩებს 28-29 ნოემბერს ჰიროშიმას “დრაგონფლაისთან” გამართავს.