ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატის მორიგ მატჩში ჩვეულ ორმაგ დუბლს ვერ შესწვდა, თუმცა თავის გუნდში მაინც საუკეთესო იყო, რაც მოსაგებად საკმარისი ისევ არ აღმოჩნდა. „ჩემპვილმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „ჰომენეტმენთან“ 86:92 დამარცხდა.
ცქიტიშვილის ლიდერობით ჩემპვილელები ბოლო პერიოდის დაწყებამდე ქულით იგებდნენ და ლიდერობას მეოთხე ათწუთეულშიც ფლობდნენ, თუმცა გამარჯვებამდე ვერ მივიდნენ. ქართველმა ფორვარდმა 33 წუთი ითამაშა და 16-დან 8 ორქულიანთან ერთად 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ცქიტიშვილის ანგარიშზე საბოლოოდ 21 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება დაგროვდა. 21 ქულა მოაგროვა მარკუს ბენკსმაც, თუმცა მოსაგებად საკმარისი ეს არ აღმოჩნდა. გამარჯვებულებს კი ჯასტინ ტაბსმა ულიდერა, რომელიც 3 წის წინ საქართველოს ჩემპიონატში „შსს-აკადემიას“ ღირსებას იცავდა.
1 მოგებითა და 8 მარცხით „ჩემპვილი“ ბოლო ადგილზეა.