ცქიტიშვილის 22 ქულა და 16 მოხსნა ოვერტაიმში წაგებულ მატჩში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის მორიგი გაბრწყინება იბანის ჩემპიონატში. ქართველმა ფორვარდმა, რომელიც „ჩემპვილის” ღირსებას იცავს, მორიგი ტურის მატჩში „ტადამონთან” 22 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
სამწუხაროდ, ცქიტიშვილის ბრწყინვალე გარჯა გამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა. „ჩემპვილმა” დააბულ, ოვერტაიმინ ბრძოლაში 99:107 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 42 წუთი ითამაშა და 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია, რაც “ჩემპვილის” რიგებში გამორჩეული შედეგი გახლდათ.
ლიბანის ჩემპიონატის გათამაშების ფორმატის თანახმად მონაწილე 8 გუნდი ორად გაიყო. „ჩემპვილი” „ბ” ჯგუფში მოხვდა და 7 მოგების წილ 8 მარცხი გააჩნია. ამ შედეგით ცქიტიშვილის გუნდი ჯგუფში მეორეა, მომდევნო შეხვედრა კი 9 მარტს, ბოლოადგილოსნ „ჰუპსთან” ელის.