დიდი შესვენების შემდეგ მოგების გემო გაიხსენა ნიკა ცქიტიშვილმა და მისმა „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის გუნდმა სტუმრად „საგესს“ სძლია – 93:89.
გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ცქიტიშვილმა, რომელმაც ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, თუმცა 24 ქულით „ჩემპვილის“ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ნიკამ 35 წუთი ითამაშა და 12-დან 9 ორქულიანი, ხოლო 5-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა. ქართველ ფორვარდს 24 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი დაუგროვდა. 20 ქულით ცქიტიშვილს დაეხმარა სანი საკაკინი.
რაც შეეხებათ მასპინძელ საგესელებს, მათ ვერ უშველათ ტერელ სტოგლინის 42-მა ქულამ. უკრაინის ნაკრების ყოფილმა წევრმა და ერთ დროს ნბა-ში ნათამაშებმა ალექსეი პეჩიროვმა კი შეხვედრა 6 ქულით დაასრულა.
2 მოგებით და 9 მარცხით „ჩემპვილი“ ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩი ცქიტიშვილის გუნდს 7 მარტს, სტუმრად „ჰუპსთან“ ელის.