ცქიტიშვილის 34 ქულამ “ბიბლოსს” “ალ რიადთან” ვერ უშველა

ცქიტიშვილის 34 ქულამ “ბიბლოსს” “ალ რიადთან” ვერ უშველა

ნიკა ცქიტიშვილის საუკეთესო მატჩი ლიბანის მიმდინარე ჩემპიონატში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის ჩინებული თამაშის მიუხედავად, მისი კლუბი “ბიბლოსი” კვლავ დამარცხდა. ბიბლოსელებმა ერთ-ერთ ლიდერ “ალ რიადს” უმასპინძლეს და 80:88 დამარცხდნენ.

ცქიტიშილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნიკამ 34 წუთში 8-დან 6 ორქულიანი, 8-დან 6 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა ჯამში 34 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 38 შეადგია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

2 მოგებითა და 15 მარცხით “ბიბლოსი” ბოლოსწინა ადგილზეა. შემდეგ მატჩს ცქიტიშვილის გუნში 11 თებერვალს, სტუმრად, “ანტონინსთან” გამართავს.