ცქიტიშვილის 9 ქულა და გამარჯვება იაპონიის ჩემპიონატის მორიგ ტურში

ცქიტიშვილის 9 ქულა და გამარჯვება იაპონიის ჩემპიონატის მორიგ ტურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და აზიურ კალათბურთში ფეხმოკიდებული ნიკა ცქიტიშვილი კარიერას იაპონიაში აგრძელებს, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდ „ტოჩიგი ბრექსის“ ღირსებას იცავს.
გასული ტურის მატჩში, რომელშიც „ბრიქსმა“ აიშინ სი ჰორსი“ 75:70 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში, თუმც 15 წუთზე მეტ ხანს მოედანზე არ ყოფილა. ნიკამ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ცქიტიშვილის მონაგარმა 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა.
„ტოჩიგი ბრექსს“ 9 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და იაპონიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.