ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი

ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა მის გუნდს ქართვეი ლეგიონერის მონაგარი მოსაგებად არ ეყო.

ცქიტიშვილის “ბიბლოსმა” სტუმრად “საგესესთან” 82:89 წააგო, ქართველი ლეგიონერი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 14 ქულა, 12 მოხსნა (8 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ცქიტიშვილმა 12-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (20) მიხედვით, ნიკოლოზი მხოლოდ ამერიკელ თანაგუნდელ დევინ ბრუკსს ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
“ბიბლოსს” 13 მარცხის ფონზე მხოლოდ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 იანვარს, შინ, “ლოუაიზესთან” გამართავს.