ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველი ფორვარდის შესანიშნავი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ „ჩემპვილმა“ სეზონის მეორე მატჩი მოიგო. ჩემპვილელებმა „ჰომნეტემს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით 5-წუთეულში მოუგეს – 79:77.
მიუხედავსდ იმისა, რომ მატჩი სტანდარტულზე მეტ – 40 წუთს გაგრძელდა, ცქიტიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფორვარდი მოედანზე 45 წუთს იმყოფებოდა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა: 29 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება და თითო პას-ჩაჭრა. ნიკამ 7-დან 6 ორქულიანი, 8-დან 3 სამიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
საბოლოოდ ცქიტიშვილს მარგი ქმედების შთამბეჭდავი მაჩვენებელი – 40 დაუგროვდა. მას შემდეგ ჩემპვილელთაგან 14 ერთეულით ბასელ ბაუჯი მოდის, რომელმაც 39 წუთში 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
2 მოგებით და 3 მარცხით ცქიტიშვილის გუნდი მე-4 ადგილზე აღზევდა. მორიგ მატჩს „ჩემპვილი“ 4 იანვარს, სტუმრად „ტადამონთან“ გამართავს.