ცქიტიშვილმა ირანის რეგულარული ჩემპიონატი ორმაგი დუბლით დაასრულა

ცქიტიშვილმა ირანის რეგულარული ჩემპიონატი ორმაგი დუბლით დაასრულა

ირანში რეგულარული ჩემპიონატი ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და მისი გუნდის ტრიუმფით დასრულდა. ქართელმა ფორვარდმა 22–ე ტურის მატჩი „პეტროჩიმის“ წინააღმდეგ 26 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, „მაჰრამმა“ კი 92:83 იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა.
ნიკამ მოედანზე 32 წუთი გაატარა დ ამატჩი საუკეთესო მოთამაშე გახდა. ცქიტიშვილმა 13–დან 7 ორქულიანი, 4–დან 1 სამიანი და 10–დან 9 საჯარიმო ჩააგდო. 29 ქულასა და 14 მოხსნათან ერთად ქართველმა ფორვარდმა თითო დაფარება და ჩაჭრა მიითვალა.
მაშ ასე, ირანის რეგულარული ჩემპიონატი დარულდა და მეოთხედფინალიტებიც გამოვლინდნენ. პირველობისთვი ბრძოლას 8 გუნდი განაგრძობს. „მაჰრამის“ მეტოქე მერვე ადგილზე გასული „გორგანია“. მეოთხედფინალურ სერია ორ გამარჯვებამდე გაგრძელდება.