ცქიტიშვილს ლიდერთან ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

ცქიტიშვილს ლიდერთან ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

ნიკა ცქიტიშვილის „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატის ლიდერთად სტუმრად 55:66 წააგო, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ცქიტიშვილის დებიუტი გასულ ტურში შედგა, როცა ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
 
ნიკამ შეუცვლელად – 40 წუთი ითამაშა და 11-დან 3 ოქრულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. 9 ქულასთან ერთად ცქიტიშვილმა 15 მოხსნა მოაგროვა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგი იყო.  საუკეთესო ბომბარდირი კი „ჩემპვილის“ ცენტრი ფადი ხატიბი გახდა, რომელმაც 29 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.
 
„ჩემპვილს“ 3 მოგების წილ 4 წაგება აქვს და ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება.