ცუდი და კარგი ინფორმაცია სლოვენიელებისთვის

ცუდი და კარგი ინფორმაცია სლოვენიელებისთვის

ორი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე სლოვენიის ნაკრებიდან. ამას წინათ სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე დაიწერა, რომ მათი ერთ–ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ერაზმ ლორბეკი ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. მიზეზების გამოქვეყნებაზე თავი შეიკავეს, ყველაფერი პრსკონფერენციაზე გაირკვევაო. პრესკონფერენციის ჩატარება გაიწელა. ახლა კი გამოცხადდა, რომ ლორბეკი ნაკრებში ითამაშებს.
 

ერაზმ ლორბეკი სლოვენიის ნაკრებში დაბრუნდა
 
ერაზმის ნაკრებში ართამაშის მიზეზი მოთამაშის მენეჯერსა და სლოვენიის კლათბურთის ფედერაციას შორის გაწყვეტილი ურთიერთობა იყო. მხარეებმა გარკვეულ პირობებზე ვერ მოილაპარაკეს, რაც, სავარაუდოდ, ლორბეკის დაზღვევას ეხებოდა. ახლა კი ყველაფერი გარკვეულია, ერაზმის მენეჯერმა სტეფანო ლუპატელიმ და სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა იზდოკ რემსმა ყველაფერზე მოილაპარაკეს.
 
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კვლავ დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა.  ეს გადაწყვეტილებ სლოვენიის ნაკრებისთვის სასიკეთოა, რადგან ლორბეკი ჩვენი საევროპისჩმპიონატო გეგმების მთავარი მოქმედი ფიგურა გახლდათ. საკითხი მოგვარებულია და ახლა სრული მობილიზებით ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის“ – განაცხადა იზდოკ რემსმა.
 

ბოსტიან ნახვარმა ოპერაცია გაიკეთა
 
მეორე ინფორმაცია სლოვენიელთათვის დამამწუხრებელია. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს ვერ დაეხმარება თანამედროვეობის ერთ0ერთი საუკეთესო სლოვენიელი მოთამაშე ბოსტიან ნახბარი. სლოვენიელთა ერთ–ერთი ლიდერი ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდა და რამდენიმე დღე ვარჯიშობდა კიდეც, თუმცა მას ფეხი აწუხებდა. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ნახბარი საოპერაციო იყო. მნ უკვე დატოვა შეკრება და ფეხზე ოპერაციაც გაიკეთა. მისი ლიტვაში თამაში გამოირიცხა.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველო და სლოვენია ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ერთად არიან და ერთმანეთს 3 სექტემბერს ეთამაშებიან.