დღეს, 17:30 საათზე, უკრიანისა და რუსეთის მატჩით სტარტს აიღებს თბილისის მერიის თასის გათამაშება, ხოლო 20:00 საქართველოს ჰოლანდიას შეხვდება. მატჩის დღეს ქართველებმა დაისვენეს, ჰოლანდიელებმა კი სპორტის სასახლესი ივარჯიშეს, რომლის დასრულების შემდეგაც გავესაუბრეთ მათ მწვრთნელს, ტუნ ვან ჰელფტერენს:
– ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფებით თბილისში და მონაწილეობას ვიღებს ამ ტურნირში. მოსამზადებელი კუთხით ძალიან სასარგებლო იყქნება ისეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაში, როგორებიც რუსეთი, უკრაინა და რა თქმა უნდა, საქართველო არიან. ქართველებთან ჩვენ ბოლოს გასულ წელს, ზაგრებში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ. ეს იყო განსაკუთრებული მატჩი, რომელშიც 1 ქულით გავიმარჯვეთ. ჩვენ კი მოგებისთვის ვთამაშობდით და ეს შევძელით კიდეც, თუმცა საქართველოსთვის წაგება ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო და ჩვენს დღევანდელ მატჩს ერთგვარი რევანშის თვალით უყურებთ.
– ჩვენთვის ესაა მეორე ამხანაგური ტურნირი. წინა კვირაში პოლონეთში ვიმყოფებოდით და საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ. თბილისშიც 3 საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში და მთავარია, ტრავმებს მოვერიდოთ. ჩვენ დღეს 11 კალათბურთელი გვეყოლება განაცხდში. მე-12-ეს ტრავმა აწუხებს, თუმცა ხვალ განაცხადში იქნება.
საქართველოსა და ჰოლანდიის მატჩი დღეს, 26 მაისის სახელობის მოედანზე მდებარე სპორტის სასახლეში, 20 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 17:30 საათზე ერთმანეთს რუსეთისა და უკრაინის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.