ტურის მწვერვალები: 43 და 48

ტურის მწვერვალები: 43 და 48

დღეს აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ 3 მატჩში ყველაფერი ისე დამთავრდა,
როგორც მოსალოდნელი იყო. ცხრილში შედარებით დაწინაურებულ გუნდებს დაბლა მყოფი
მეტოქეები ჰყავდათ და ფავორიტებმა გაჭირვების გარეშე იმარჯვეს.

გათამაშების ლიდერმა „რუსთავმა“ პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლი „ნიკე“
დაამარცხა. მოგეხსენებათ, რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას
4 მოწინავე გუნდი აგრძელებს, „ნიკე“ კი მე–5 ადგილზეა და პლეი ოფის საგზურის
მოპოვებას ცდილობს. თუმცა მოქმედ ჩემპიონ „რუსთავთან“ წარმატების მიღწევა
ნიკელებმა ვერ მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ლიდერი გიორგი ტეტელაშვილი
ძალიან მოწადინებული იყო და საბოლოოდ 43 ქულა მოიპოვა, ნიკელებმა მოგება ვერ
მოახერხეს.

რუსთაველთა წამყვანმა მოთამაშეებმა პოზიციები არ დათმეს და აკაკი
დვალიშვილის წინამძღოლობით (36 ქულა, 18 მოხსნა) ქვემოქართლურმა გუნდმა მორიგი
გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

„ჰიუნდაი“ აუტსაიდერ სტუ–ს შეხვდა და დიდი სხვაობიოთ, 111:64
დაამარცხრა, რაშიც ლომის წილი დუდა სანაძემ დაიდო. მან 29 ცდიდან 21 ორქულიანი
ჩააგდო, მთიანობაში 48 ქულა დააგროვა და ამას 9 ჩაჭრაც მოაყოლა.

ბოლო მატჩში კი „დინამომ“ „მაკაბის“ მოუგო და პლეი ოფში გამსვლელ მე–4
ადგილზე გამაგრდა.