მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კიევში მეორე მატჩი გამართა უკრაინელ თანატოლებთან და 72:100 დამარცხდა. უკრაინის კალათბურთის ფედერაციის ვებ–გვერდის ცნობით, მიუხედავად ანგარიშში დაფიქსირებული სოლიდური სხვაობისა, მასპინძლებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 14 ქულით დათმო, თუმცა მეორეში ეს ჩამორჩენა მთლიანად აღმოფხვრა. შემდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა ქართველების ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი მიქელაძემ, რის შემდეგ უკრაინელებმა ინიციატივა მოიპოვეს. დიდ შესვენებაზე მასპინძები 13–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა და ჩვენებსაც ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი, თუმცა ბოლო პერიოდში ბექა ნადირაძემ და დავით კორძაძემ 5 პერსონალური მიიღეს და მოედანი ნაადრევად დატოვეს.
მომდევნო მატჩი უკრაინისა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებებს შორის სამშაბათს, 28 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც ბერუაშვილის გუნდი სამშობლოში გამობრუნდება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გააგრძელებს მზადებას.
უკრაინა 100:72 საქართველო
28:14,21:22, 25:16, 26:20
უკრაინა: გერუნი (25 ქ, 12 მ), ფურსი (20), არტამონოვი (16 ქ, 10 პ), შუნდელი (12)
საქართველო: კვანტალიანი (20 ქ, 5 მ), ნადირაძე (16), მიქელაძე (10 ქ, 7 პ), ლობჟანიძე (6)