უკრაინელებმა მეორე მატჩიც იგივე სცენარით მოგვიგეს

უკრაინელებმა მეორე მატჩიც იგივე სცენარით მოგვიგეს

ამხანაგური მატჩი. რუსთვი. 15 ივლისი
საქართველო (U-18) 49:76 უკრაინა (U-18 )
8:25 9:16 23:15 9:20
საქართველო: ტეტელაშვილი (5), ბოქოლიშვილი (13), სანაძე (18), თენიეშვილი (5), მუმლაძე (1); ჩერქეზიშვილი, შარაბიძე, ელიაძე (7), ჭიჭვეიშვილი, რევაზაშვილი
უკრაინა: არტამონოვი (5), ბელიკოვი (2), კრუტოსი (5), პროკოპენკო (4), მარჩენკო (20), ბობროვი (5ქ, 13მ), ლენი (10 ქულა, 9 მოხსნა), მიშულა (3), ტიხონოვი (11), ვირასტიუკი (6), მოტორჩუკი (3)
მსაჯები: ხათუნა გაბედავა, ირაკლი ბერიშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
ქართულ–უკრაინული ამხანაგური სამრაუნდიანი ბრძოლის მეორე მატჩი კვლავ სტუმრებმა მოიგეს. პირველი მატჩის 30 ქულით მოგების შემდეგ უკრაინელებმა 18–წლამდელებმა დღეს რუსთავის „ქიმიკოსთა“ თითქმის იგივე სხვაობით დაამარცხეს ქართველი თანატოლები – 76:49.
უკრაინელებს რომ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავთ, დღეს კარგად გამოჩნდა. მათ გადახალისებული სასტარტო ხუთეულით დაიწყეს თამაში – გოლიათი ალექსეი ლენი კარგა ხანს მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა სამარქაფო ცენტრმა დიმიტრი ტიხონოვმაც გაილაღა ჩვენს ფარქვეშეთში და უკრაინელები ჯერ 13:4 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედის ბოლოს კი უკვე 25:8 იგებდნენ.
ჩვენებს თამაში არ მისდიოდათ, სტუმრებს კი პირიქით, ისინი სწრაფი გარღვევებით ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და დიდი შესვენებისთვის მათმა უპირატესობამ 23 ქულას მიაღწია.
ერთადერთი მომენტი, როცა ქართველებმა უკრაინელები დაჯაბნეს, მესამე მეოთხედი გახლდათ, რომელიც მიხეილ კობეშავიძის გუნდმა 23:15 მოიგო. ეს ხისტი დაცვისა და შირიდან ჩაგდებული ბურთების გამო მოხდა. ლევან ელიაძემ 2 სამიანი ჩააგდო, დუდა სანაძემაც ჩააგდო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ საქართველომ სხვაობა 16 ქულამდე შეამცირა.
ბოლო  ათწუთეული დაიწყო და სანაძემ სამქულიანი მოინადირა, ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირა და ამ დროს გარკვეული იმედი ჩაისახა, თუმცა უკრაინელებმა მალევე ყველაფერი ცხადი გახადეს. მომდევნო წუთებში მათ თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს ქართველებს – სამქულიანებში, სწრაფ გარღვევებში და ფარქვეშა თამაშში. საბოლოოდ უკრაინელებმა 59 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნეს, ქართველებმა კი – 24. 
მომდევნო და ბოლო სპარინგ–მატჩი ხვალ, 16 ივლისს, თბილისში, კალათბურთის აკადემიის დარბაზში, 18 საათზე გაიმართება.
 
ფოტოგალერეა
 

 

 

ბურთით ნოდარ თენიეშვილი
 

ბურთით გიორგი ტეტელაშვილი
 

 

უტევს მერაბ ბოქოლიშვილი