უკრაინის 18–წლამდელთა ნაკრებმა დღეს კალათბურთის აკადემიის დარბაზში ივარჯიშა. პირველი, რაც თვალში გეცემათ ამ ნაკრების შემხედვარე, სიმაღლეა. უკრაინელებს ჰყავთ არაერთი ტანმაღალი მოთამაშე, თუმც ყველაზე თვალშისაცემი და გამორჩეული 210–სანტიმეტრიანი ალექსეი ლენია. დღევანდელ ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას, მან არაერთი ბურთი ჩატენა.
უკრაინელებმა ძირითადად სათამაშო კომბინაციების დახვეწას დაუთმეს დრო, ბოლოსკი ფარში ისროლეს როგორც საშუალო, ისე შორი მანძილებიდან. უკრაინა ხვალ დილით, 12 საათზე ისევ ივარჯიშებს და საღამოს 6 საათზე რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
თავდაპირველად მატჩების გამართვა აკადემიის დარბაზში დაიგეგმა, თუმცა მოგვიანებით აკადემია რუსთავის დარბაზით შეიცვალა. ხვალ, ზეგ და მაზედ მეტალურგთ ქალაქში, 18 საათზე, საქართველოსა და უკრაინას შორის სპარინგ–მატჩები გაიმართება.