უსახსრობამ “სალხინო” ჩემპიონატს გამოთიშა

უსახსრობამ “სალხინო” ჩემპიონატს გამოთიშა

გუშინ კალათბურთის ფედერაციაში „სალხინოს” განცხადება შემოვიდა.
მწვრთნელმა ნიაზ დანელიამ თავისი გუნდი 18–წლამდელთა ჩემპიონატიდან
მოხსნა. ეს უკვე მეორე გუნდია, რომელიც შეჯიბრს გამოაკლდა.

ერთი თვის წინ ფინანსური პრობლემების გამო ჩემპიონატს გამოეთიშა “მართვე–3” და “სალხინოც” იგივე მიზეზის გამო აკლდება შეჯიბრს. ამ გუნდის მეტოქეებს,
რომლებთანაც “სალხინოს” დარჩენილ მატჩებში უნდა ეთამაშა, ტექნიკური მოგება ჩაეთვლებათ.
დანელიას გუნდი კი დებულებით გათვალისწინებულ სასჯელს მიიღებს ჩემპიონატის
მიტოვებისთვის.