იტალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე მეორე ტესტ-შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა.
დავით უსტიაშვილის შეგირდებმა 75:82 დათმეს მატჩი ბერძენ თანატოლებთან.
ისევე, როგორც პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებში კვლავ გაიბრწყინა გიორგი შერმადინმა, რომელმაც მეორეჯერაც ორმაგი დუბლით ჩაამთავრა მატჩი, თუმცა ბოლო მეოთხედის დასაწყისშივე მეხუთე პერსონალური შენიშვნა მიიღო და ბოლო შვიდი წუთი ჩვენმა გუნდმა მის გარეშე ჩაატარა.
საქართველოს ნაკრებმა სამი მეოთხედი კი მოიგო, თუმცა ბოლოს ბერძნებმა მნიშვნელოვანი სროლები გამოიყენეს და საბოლოოდ, შეხვედრაც თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
ფეხი იტკინა ნაკრების ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა, ხოლო ფაცაციას კი არც ამჯერად მიუღია შეხვედრაში მონაწილეობა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 წუთში 9 შეცდომა დაუშვა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნულ მატჩში თავის გამოჩენის შანსი მისცა იმ მოთამაშეებს, რომლებსაც პირველ დაპირისპირებაში არ მიუღიათ მონაწილეობა.
საქართველო –საბერძნეთი 75:82
17:21, 22:16, 24:23, 12:22
საქართველო: შერმადინი (20 ქ. 13 მ), შენგელია (17 ქ. 6 მ), გულისაბედაშვილი (13 ქ), წივწივაძე (8 ქ. 2 მ), ცეკვავა (6 ქ. 3 მ), პირველაშვილი (5 ქ. 4 მ), გაფრინაშვილი (4 ქ), მათიაშვილი (2 ქ).
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა
2-ქულიანები: 32/14.
3-ქულიანები: 30/8.
საჯარიმოები: 26/23.
შეცდომა: 20.