ვილნიუსი დიდი კალათბურთის მოლოდინშია

ვილნიუსი დიდი კალათბურთის მოლოდინშია

ევროპის საკალათბურთო ელიტა ლიტვის დედაქალაქში შეიყარა. კონტინენტის საუკეთესო 12 გუნდი ერთ სასტუმროში, ვილნიუსის შორიახლოს, ტყეში ჩაფლულ სასტუმროში დაბინავდა. ევრობასკეტის მეორე ჯგუფური ეტაპი დღეს იწყება, თუმცა საქართველოს ნაკრები საქმეში ხვალიდან ჩაერთვება. ჩვენი ჯგუფის პირველი ტურის მატჩებს ვილნიუსის არენა 8 სექტემბერს უმასპინძლებს.
 
ვილნიუსი საკალათბურთოდ მობილიზებულია. კლაიპედასთან შედარებით ეს ქალაქი გაცილებით დიდია და იმდენად არ ჩანს საკალათბურთო ორომტრიალი. თუმცა ქუჩაში გავლისას იოლად მიხვდები, რომ ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ცენტრალურ ქუჩებში მოციმციმე საკალათბურთო კალათები და ბურთებია ჩამოკიდებული, ხოლო სხვადასხვა პლაკატები ევრობასკეტის შესახებ ინფორმაციას გაწვდიან.
 
საქართველოს ნაკრები დღეს 3–ის ნახევარზე ივარჯიშებს.