ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასის ფინალშია

ვიქტორ სანიკიძე იტალიის თასის გათამაშების ფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნილი ნაკრების ფორვარდის ბოლონიურმა „კანადიან სოლარმა“ ნახევარფინალში იმ ქალაქის გუნდს შეხვდა, სადაც ეს ტურნირი ტარდება. ბოლონიელებმა „ეარ აველინოს“ 71:63 მოუგეს და ფინალში გავიდნენ.
სანიკიძემ საკმაოდ დამაჯერებლად და ბარაქიანად ითამაშა. ის შედეგიანობის საერთო კოეფიციენტით ყველაზე საუკეთესო იყო თავისიანთა შორის. ვიქტორმა 25 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და ამდენივე დაფარება დაგროვდა. სანიკიძემ 4–დან ყველა ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 2 ცდიდან 1 სტყორცნა ზუსტად.
მეორე ნახევრაფინალში იტალიის უძლიერესმა გუნდმა „სიენამ“ „ბიელა“ 83:53 გაანადგურა და ფინალში დღეს სწორედ მას შეხვდება სანიკიძის „კანადიან სოლარი“.