ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე კარიერას ესტონეთის ჩემპიონ „ტარტუ როკში“ გააგრძელებს. ეს გადაწყვეტილება სანიკიძემ ახლახანს მიიღო, მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა.
ეტრონური გუნდთან ერთად სანიკიძის შემატება სურდა ბერძნულ აეკ–ს, რომელსაც შვედეთის ნაკრების მწვრთნელი კოსტას ფლევარაკისი თავკაცობს. მართალია, ბერძნული ლიგა ესტონურისაზე დონით მაღლა დგას, მაგრამ ვიქტორმა არჩევანი „როკზე“ შეაჩერა.
საქმე იმაშია, რომ ესტონეთის ჩემპიონატის გარდა „როკი“ ულებ-ის თასსა და ბალტიის ლიგაზეც თამაშობს, ხოლო აეკ–ი მომავალ სეზონში მხოლოდ საბერძნეთის ჩემპიონატში იქნება დაკავებული. ამასთან, ესტონურ გუნდში თამაშობს საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც „როკის“ ერთ–ერთი ლიდერია.
სანიკიძეს გასული სეზონის პირველი ნახევარი ჩაუვარდა ტრავმის გამო, ხოლო მეორე ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა. ვიქტორმა ახლახან ეროვნულ ნაკრებში მაღალ დონეზე ითამაშა, 4 მატჩში საშუალოდ 21,5 ქულას აგროვებდა და ცხადია, უცხოური გუნდებიც დააინტერესა. სავიკიძემ „როკთან“ კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და ესტონეთში სავარაუდოდ 1 ოქტომბერს ჩავა.
ვიქტორ სანიკიძე კარიერას ესტონეთში გააგრძელებს