ვიქტორ სანიკიძე მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

ვიქტორ სანიკიძე მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

        იტალიის სერია A
ვიქტორ სანიკიძე მოედანს დაუბრუნდა და საკმაოდ კარგადაც ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ტრავმის გამო ზედიზედ 3 თამაში გამოტოვა და წუხელ, სერია A–ს მორიგ ტურში დაუბრუნდა მოედანს. სანიკიძის კანადიან სოლარი“ ბოლონიაში მილანურ „არმანი ჯინსს“ მასპინძლობდა და 81:94 დამარცხდა.
 
ვიქტორ სანიკიძემ 17 წუთი ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 2–დან 2 სამქულიანი და 2–დან 1 ორიანი ჩააგდო, რაც სულაც არ გახლავთ ურიგო შედეგი.
 
ცხრილში „კანადიან სოლარი“ მე–9 ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“, რომელმაც შაბათს „ბრინდისის“ მოუგო, მე–3 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილი ტრავმირებულია და ამ მატჩში მოედანზე არ გასულა.
 

 
       ესპანური პრიმერადივიზიონი 
დასანანი მარცხი იწვნია ტორინ გრინის „გრან კანარიამ“. სანსებასტიანელებმა პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ბოლო ადგილზე მყოფ  „ალიკანტეს“ უმასპიძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 52:53 დამარცხდნენ.
 
ტორინ გრინი ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24,31 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა. ამ მარცხმა სანსებასტიანელები ცხრილში გვარიანად, მე–11 ადგილამდე დააქვეითა.
 
წააგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორე ნატურალიზებულმა ამერიკელის გუნდმაც. ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ ბარსელონაში ჩავიდა და იქაურ გრანდთან 63:83 დამარცხდა.
 
ჰოსლიმ 26 წუთში 6 ქულა, მატჩში უმეტესი – 9 მოხსნა მიითვალა. მან 9 ორქულიანი მცდელობიდან 3 ჩააგდო. წაგების მიუხედავად, „ხუვენტუდი“ ცხრილში მე–5 ადგილს ინარჩუნებს.