ვიქტორ სანიკიძე თურქული ოლ სტარის გამოკითხვაში შეიყვანეს

ვიქტორ სანიკიძე, რომელიც კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს თურქეთის სუპერლიგაში ატარებს, ამ ქვეყნის ოლ სტარში მოხვედრის შანსი აქვს. „თედ კოლეჯის“ ქართველი ფორვარდი მონაწილეობას იღებს გამოკითხვაში, რომელიც თურქული სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
საჭიროა 5 კალათბურთელის შერჩევა, რომელსაც ერთდროულად, დღეში ერთხელ მისცემთ ხმას. სანიკიძესთან ერთად უნდა შეარჩიოთ 4 კალათბურთელი დარჩენილ პოზიციებზე.
http://bsl.org.tr/bsl/all-star/oylama#