ვიქტორ სანიკიძემ “ნიჟნი ნოვგოროდთან” მატჩი თბილისში ყოფნის გამო გამოტოვა

ვიქტორ სანიკიძემ “ნიჟნი ნოვგოროდთან” მატჩი თბილისში ყოფნის გამო გამოტოვა

ყაზანის „უნიკსის“ ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის მატჩი გამოტოვა.
არადა, „უნიკსს“ მეტად საპასუხისმგებლო მატჩი ჰქონდა. ყაზანელები „ნიჟნი ნოვგოროდს“ ხვდებოდნენ. მხოლოდ ეს 2 გუნდი იყო ამ მატჩამდე ვითიბი ლიგაში დაუმარცხებელი. სანიკიძე რუსეთის ვიზის ასაღებად თბილისში იმყოფებოდა და აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სამწუხაროდ, ყაზანელებმა ვერ მოახერხეს წარმატებული სერიის შენარჩუნება და 78:89 დამარცხდნენ.
„უნიკსს“ მომდევნო მატჩი 13 ნოემბერს ევროლიგაში, კვლავ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ ელის.