ვიქტორ სანიკიძის 5 დაფარება

ვიქტორ სანიკიძის 5 დაფარება

                   სერია A
სერია A–ს ჰყავს ერთი უპირობო აუტსაიდერი და სწორედ ამ გუნდს შეხვდა გასულ ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუ”. შეხვდა და საარაკო შედეგიც დაფიქსირდა: ნეაპოლში “კანტუმ” 128:37 დაჯაბნა “მარტოსი”.ქართველი ლეგიონერიხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 13 ქულა მოაგროვა. მანუჩარმა 6–დან 3 სამქულიანი და 3–დან 2 ორიანი მიითვალა. მარკოიშვილს 4 პასი და 3 მოხსნაც დაუგროვდა.”კანტუს” 15 თამაშიდან 9 მოგება აქვს და კიდევ 2 გუნდთან ერთად 4–6 ადგილებს იყოფს. ერთ–ერთი ამ ორიდან ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლარია”. სანიკიძის გუნდი გასულ ტურში ჩემპიონატის ლიდერ “სიენას” სტუმრად შეხვდა და 70:100 დამარცხდა.ვიქტორმა თამაში ბოლონიელთა ხუთეულში დაიწყო დ ამოედანზე 29 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 2 ქულა მოაგროვა, თუმც მის ანგარიშზე 5 დაფარება დაგროვდა, რაც ევროპული კალათბურთისთვის მართლაც გამორჩეული შემთხვევაა.

ვიქტორ სანიკიძემ (#13) იტალიაში დაფარებების პირადი რეკორდი დაამყარა
           პრიმერადივიზიონი
მაღლა მიიწევს ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელმაც გასულ ტურში შინ უშუალო კონკურენტი “ხუვენტუდი” 72:59 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 33 წუთში 12 ქულა და 1 პასი მიითვალა. ელისმა 7 მცდელობიდან 3 სამქულიანი, 4–დან 2 ორიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. “კახასოლს” 19 მატჩში 11 გამარჯვება მოუგროვდა და პრიმერადივიზიონში მე–5 ადგილზე აცოცდა.ვერ ყოჩაღობს ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა”, რომელსაც 7 გამარჯვება აქვს და მე–16 ადგილზეა. გასულ ტურში ცქიტიშვილის გუნდი სტუმრად “მურსიასთან” 71:98 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი 19 წუთში 7 ქულას გამორჩა.