ვიქტორ სანიკიძის 6 ქულა და 7 მოხსნა სამარაში

ვიქტორ სანიკიძის 6 ქულა და 7 მოხსნა სამარაში

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვითიბი ლიგის გასვლითი მატჩი სამარაში, „კრასნიე კრილიასთან“ 52:59 წააგო. ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა ყაზანელებს გასამარჯვებლად ერთიანობა დააკლდათ და მორიგი მარცხი განიცადეს.
სანიკიძემ მოედანზე მთლიანობაში 25:04 წუთი გაატარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ვიქტორმა საბოლოო ჯამში 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. იგი საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში მხოლოდ კიტ ლენგფორდს და კერტის ჯერელსს ჩამორჩა.
„უნიკსს“ ვითიბი ლიგაში 4 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ყაზანელებს ევროლიგაში 20 ნოემბერს, თურქულ „ეფესთან“ ელით, ხოლო 23-ში ვითიბი ლიგაზე რიგის ვეფ-ს უმასპინძლებენ.