ვიქტორ სანიკიის სუპერმატჩი თურქეთის ჩემპიონატში. „თედ კოლეჯის“ ქართველმა ფორვარდმა ლიდერ „ეფესთან“ გასვლით შეხვედრაში 25 ქულა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა სანიკიძის დიდებული გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემპიონატის ლიდერმა „ეფესმა“ გაჭირვებით, მაგრამ მაინც სძლია „თედ კოლეჯს“ – 75:72.
ვიქტორ სანიკიძე ეფესელ ჯაისონ გრეინჯერს უფარებს
სანიკიძე სასტარტო ხუთეული იყო და მოედანზე 38:27 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 25 ქულასთან ერთად ვიქტორმა 10 მოხსნა, 5 პასი, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა და მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. „ეფესში“ 20 ქულით საუკეთესო დარიო სარიჩი გახლდათ.
6 მოგებითა და 8 მარცხით „თედ კოლეჯი“ 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-10 ადგილზეა. მორიგ ტურში, 9 იანვარს სანიკიძის გუნდი „გაზიანთეფს“ უმასპინძლებს.