ვირტუსს შენგელიას 15 ქულა ბასკონიას დასამარცხებლად არ ეყო

ვირტუსს შენგელიას 15 ქულა ბასკონიას დასამარცხებლად არ ეყო

თორნიკე შენგელიამ ევროლიაში თავისი ყოფილი კლუბის – ბასკონიას წინააღმდეგ ითამაშა და მიუხედავად მისი შეეგიანი გამოსვლისა, “ვირტუს ბოლონია” მაინც დამარცხდა – 79:90. მატჩი ვიტორიაში გაიმართა და მასპინძლების უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დასრულდა. მართალია, ბოლონიელებმა მესამე და მეოთხე პერიოდები მოიგეს, თუმცა არა იმ სხვაობით, საბოლოო ანგარიშში მათ რომ ეხეირათ.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ბასკონიამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და თორნიკეს მიესალმა: ნახეთ, ვინ დაბრუნდა ბუესა არენაზე, კეთილი იყოს შენი მობრძანება.

ვირტუს ბოლონიას 15 ტურში 6 მოგება აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. იტალიელები მომდევნო ტურში ფენერბაჰჩეს უმასპინძლებენ.