ათენში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, საბერძნეთის ეროვნული გუნდი ევროპის ნაკრებს შეხვდა და 101:95 დაამარცხა. ევროპის ნაკრებში ითამაშა ვლადიმერ ბოისამაც – საქართველოს ნაკრების წევრმა 4 ქულა დააგროვა.ევროპელთა შორის 14 ქულით ბელგიის ნაკრების ვარსკვლავი ტომას ვან დენ შპიგელი გამოირჩა, ხოლო მასპინძლეთა შორის კი 20 ქულით საუკეთესო ანტონის ფოცისი გახდა.
საბერძნეთი – ევროპის ნაკრები 101:9522:19, 36:24, 23:22, 20:25საბერძნეთი: ფოცისი (20), ბურუსისი (16), პაპალუკასი (14 ქ), ზისისი (10), ხაცივრეტასი (10), ცარცარისი (9), სპანულისი (6), პაპადოპულოსი (4), კაიუზისი (4), ვასილოპულოსი (4), დიამანტიდისი.ევროპა: ვან დენ შიგელი (14), ვოიჩიკი (10 ), ქუთლუაი (10), პეჩილე (8), ვუიჩიჩი (8), ფრიდზონი (7), ბეჩიროვიჩი (6), დე მიგელი (5), გრაფსი (5), სავრასენკო (5), ჰაგაგი (4), როლერი (4), ვლადიმერ ბოისა (4 ქულა), პოპოვიჩი.