ვლადიმერ ბოისამ ტრავმა მოიშუშა

 
       ადრიატიკის ლიგა
სამმატჩიანი შესვენების შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვლადიმერ ბოისა მოედანს დაუბრუნდა. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში მისი „ზადარი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებოდა და 72:77 წააგო.
ბოისა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, მოედანზე მხოლოდ წუთნახევრით გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში მას საჯარიმოების სროლის საშუალება მიეცა, თუმცა ორივე ააცილა და მოედანი 1 მოხსნით დატოვა.