ევროლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში ვლადიმერ ბოისას “არისი” საკუთარ მოედანზე დამატებით დროში, 94:101 დამარცხდა თელ-ავივის “მაკაბისთან”, თუმცა ბერძნებს მომდევნო ეტაპზე გასვლა ისედაც გარანტირებული ჰქონდათ და ამას ბევრი არაფერი შეუცვლია.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ბოისამ საკმაოდ პროდუქტიულად ითამაშა – მან მოედანზე 21 წუთი გაატარა და ამ დროსი 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა გუნდს. მან თამაშიდან 6/3 სროლა შეასრულა ზუსტად და 4-ჯერ დაჯარიმდა. Bბოისაზე მეტოქეები სამჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
სატურნირო მდგომარეობაB ჯგუფი
1. ლიეტუვოს რიტასი 11:3 +1282. მაკაბი 11:3 +543. უნიკახა 10:4 +1174. ეფეს პილზენი 8:6 +265. არისი 7:7 -186. ციბონა 4:10 -1087. არმანი 3:11 -928. ლე მანი 2:12 -107
ევროლიგის საბოლოო სატურნირო მდგომარეობას აქ ნახავთ.