ვლადიმერ ბოისას “ზადარი” ხორვატიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ვლადიმერ ბოისას “ზადარი” ხორვატიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ ხორვატიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი შინ „ცედევიტას“ მოუგო და ფინალში გავიდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და ბოლო წუთებზე რომ არ ემარჯვათ, ზადარელები ფინალს მიღმა დარჩებოდნენ. თუმც საბოლოოდ ყველაფერი ვლადიმერ ბოისას გუნდის სასარგებლოდ დამთავრდა – „ზადარმა“ 81:79 დაამარცხა „ცედევიტა“.
პირველი მეოთხედი „ზადარმა“ 12:28 წააგო, ღუმცა მეორე ათწუთეულში ყველაფერი დაალაგა და ლიდერობა მოიპოვა. ყველაფერი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა, სადაც უფრო მარჯვე „ზადარის“ მოთამაშეები აღმოჩდნენ.
ბოისამ ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მას მეტოქის ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, 2 საჯარიმო ისროლა ზუსტად.