ზააზა ფაჩულიამ სეზონის ბოლო მატჩიც გამოტოვა

ზააზა ფაჩულიამ სეზონის ბოლო მატჩიც გამოტოვა

ისე დასრულდა „ატლანტასთვის“ სეზონი, რომ ზაზა ფაჩულია 15 აპრილს რომ დაშავდა, მას მერე მოედანზე აღარ გამოსულა. მთლიანობაში ზაზამ 13 შეხვედრა გამოტოვა. აქედან ბოლო დღეს გამთენიისას გაიმართა, რომელიც ატლანტელებისთვის საბედისწერო გამოდგა. პლეი ოფისპირველი რაუნდის მე-6 მატჩი „ჰოუქსმა“ ბოსტონში წააგო და სერია საერთო ანგარიშით 2:4 დათმო.
ატლანტელები იოლად არ დანებებულან. მთელი შეხვედრის მანძილზე არ რჩებოდნენ მეტოქეს და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით – 80:83 დამარცხდნენ. ატლანტელებს წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ზაზა ფაჩლია აკლდა. ალ ჰორფორდი სასტარტო ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე იდგა, რიგიანადაც ითამაშა, მაგრამ ატლანტელებს მაინც ვერ უშველა. გამარჯვებულთაგან თავი კევინ გარნეტმა გამოიჩინა, რომელმაც 28 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
ასე და ამგვარად, ზაზა ფაჩულიასთვის სეზოი დასრულდა. იმედია, მას ტრავმა უახლოეს პერიოდში მოურჩება და ის სრულ მზადყოფნაში შეუერთდება საქართველოს ნაკრებს