ზამთრის თასის მე-3 ტური “ქორებმა” მოიგეს

ზამთრის თასის მე-3 ტური “ქორებმა” მოიგეს

3×3 საკალათბურთო სეზონი აქტიურად გრძელდება. დღეს ოლიმპიურმა სასახლემ “ზამთრის თასის” მესამე ტურს უმასპინძლა. ტურნირში ამჯერად 7 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ერთ ჯგუფში იყვნენ გაერთიანებულნი: – ქორები, ვაკის პარკი, TB Cardinals, გივი, კუთხის მარკეტი და ორბი.

ერთი წრის შემდეგ გუნდები ცხრილში განლაგდნენ. პირველ ადგილზე გასული “ორბი პირდაპირ ნახევარფინალში დაჯდა, ხოლო დანარჩენმა 6-მა პლეი ოფის რაუნდი ითამაშა იქ მოსახვედრად. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ფინალში “ორბი” და პირველი წრის გამარჯვებული “ქორები” გავიდნენ. “

ფინალური მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. “ქორების” ღირსებას ოთო პერტაია, საბა გეგუჩაძე, გივიკო გოგიტაშვილი და გიორგი კვაჭანტირაძე იცავდნენ, ხოლო “ორბში” გიორგი სიმონიშვილი, საბა გეგუჩაძე, მიშო ზურაბაშვილი და კვიროსი ცეცხლაძე გამოდიოდნენ. საბოლოოდ ქორებმა 21:9 მოიგეს და “ზამთრის თასის” მე-3 წრის გამარჯვებულები გახდნენ. 

ფინალისტები მედლებით დაჯილდოვდნენ. “ქორებს” საჩემპიონო თასი, ხოლო გივიკო გოგიტაშვილს – MVP-ის ტიტული კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა. 

ბმული: https://play.fiba3x3.com/categories/564b3b03-3fa1-45c2-9a39-a304c1006449/overview