ამ უქმეებზე 16–წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. თამაშების ძირითად ნაწილს „დინამოს“ ბაზამ უმასპინძლა, თუმც შაბათს სპორტის სასახლეშიც ჩატარდა ერთი შეხვედრა – „ნიკეა“ „ჰიუნდაის“ გაეჯიბრა და 74:90 წააგო.
ჰიუნდაელებისთვის ეს იყო ორიდან მეორე გამარჯვება, თუმც კვირას ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა პირველი მარცხი განიცადა. რუსთავის პირველმა გუნდმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე – 100:71 დაამარცხა ჰიუნდაელები. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 22 მოხსნით ლევან ურიდია გამოირჩა, თუმც თორნიკე ქიტოშვილსაც არანაკლებ შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – 29 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.კვირიას გამართული 5 მატჩიდან ყველაზე საინტერესო და დაძაბული „დინამო„ – „ორბის“ დაპირისპირება გამოდგა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა, ხოლო დამატებით დროში უფო ძლიერები „ორბის“ კალათბურთელები აღმოჩნდნენ და 73:68 გაიმარჯვეს. ამ შეხვედრაში დამყარდა ბოლო წლების რეკორდი. რაც საქართველოს 16–წლამდელთა ჩემპიონატში სტატისტიკა კომპიუტერით ითვლება, 32 მოხსნა არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია. „ორბის“ 23–მა ნომერმა თემურ ზაქარაძემ სწორედ ამდენჯერ მოიხელთა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. მან ასევე სარეკორდოდ ბევრი საჯარიმო ესროლა – 36, საიდანაც მხოლოდ 16 ჩააგდო და საბოლოოდ 34 ქულას დასჯერდა. ზაქარაძე ნაადრევად დაღვინებული და ტანაყრილი ყმაწვილია, ამიტომაც იყო, დინამოელების ფონზე ის გოლიათივით რომ ჩანდა და თითქმის ყველა აცილებილს ხსნიდა.კვირასვე „ზაზამ“ „მარნეულს“ მოუგო, რაშიც ლომის წილი ნუგზარ აბულაძემ დაიდო 20 ქულით, 7 პასითა და 6–6 მოსნა–ჩაჭრით. დღის ბოლო შეხვედრაში კი „აკადემია 1“–მა გუნდრი თამაშის წყალობით იოლად დაამარცხა „ავერსი“.