ორი შეხვედრა ჩაატარა უქმეებზე ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა” და აღმოსავლეთში საფლეიოფოდ მებრძოლმა გუნდმა ორივე მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.“ჰოქსი” ჯერ პაუ გასოლის “მემფისს” შეხვდა და 106:105 დაამარცხა ოპონენტი, რაშიც თავისი წვლილი ზაზამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა 6 საჯარიმოდან 5 ზუსტად შეასრულა, ხოლო მასპინძლებს კი ჯოშ სმიტმა მოაგებინა, რომელმაც ძირითადის დასრულებამდე 11.5 წამით ადრე ერთ შეტევაში ერთბაშად 3 ქულა (2 ქულა+საჯარიმო) აიღო.მეორე მატჩში კი ზაზა ბევრად აქტიური იყო, რაც მის სტატისტიკაზეც აისახა. ფაჩულიამ 14 მოხსნით მიმდინარე რეგულარულის პირადი რეკორდი გაიმეორა, ხოლო “ატლანტამ” კი ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ჯერაც ინარჩუნებს კონფერენციის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსს.
10 მარტიატლანტა-მემფისი 106:10531:23, 29:27, 21:30, 25:25ატლანტა: ჯოშ სმიტი (20 ქ. 9 მ. 3 დ. 2 პ), მერვინ უილიამსი (17 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 დ), ჩილდრესი (17 ქ. 3 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 დ), ზაზა ფაჩულია (22 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 შეცდომა, 3 ფოლი).მემფისი: მ. მილერი (29 ქ. 8 მ. 5 პ. 1 დ), სვიფტი (15 ქ. 13 მ. 4 დ. 3 ჩ), გეი (15 ქ. 6 მ), დ. სტაუდმაიერი (13 ქ. 9 პ. 3 მ. 2 ჩ), გასოლი (10 ქ. 4 მ).
11 მარტიატლანტა-მინესოტა 99:9322:21, 22:29, 30:22, 25:21ატლანტა: ჯოშ სმიტი (32 ქ. 5 მ. 2 დ), ზაზა ფაჩულია (34 წუთი, 16 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 3 შეცდომა, 3 ფოლი), ჩილდრესი (16 ქ. 5 მ. 4 პ), მერვინ უილიამსი (11 ქ. 6 მ. 5 პ. 2 ჩ), ლიუ (10 ქ).მინესოტა: გარნეტი (32 ქ. 10 მ. 5 პ. 5 დ), რ. დევისი (19 ქ. 3 მ. 2 პ), ჰადსონი (10 ქ. 4 პ. 3 მ), კ. სმიტი (7 ქ. 9 მ. 2 პ).
ზაზა ფაჩულია: 61 მატჩი, 11.9 ქულა, 6.9 მოხსნა, 1.4 პასი, 1.0 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, 2.2 შეცდომა, 3.7 ფოლი.ტყორცნები: 508-დან 234 (46.1 პროცენტი), საჯარიმოები: 325-ში 258 (79.4).
ატლანტა ჰოქსი: 64 მატჩი, 25 მოგება, 39 წაგება, მე-4 ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, მე-12 ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.მომდევნო მატჩი: ატლანტა-ფილადელფია (13 მარტი).