ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში ნბა-ს ორგზის ჩემპიონია

ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში ნბა-ს ორგზის ჩემპიონია

ზაზა ფაჩულია ამერიკი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონია. დღეს, გამთენიისას, კლივლენდში გამართულ ფინალური სერიის მე-4 მატჩი “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” 108:85 დაამარცხა ლებრონჯეიმსის “კავალერსი” და შარშან მოგებული ტიტული წარმატებით დაიცვა.

თუკი წინა ფინალში კლივლენდელებმა 1 შეხვედრა მაინც მოიგეს, ამჯერად მათ შანსი არ ჰქონიათ. “გოლდენ სტეიტმა” კევინ დიურანტის წინამძღოლობით სერია 4:0 მოუგო ლებრონის გუნდს. ფინალური სერიის MVP დიურანტი გახდა, რომელმაც სერიის ბოლო მატჩში 20 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი ჩააგდო. სტეფ კარიმ 37 ქულა მოაგროვა, ხოლო დანარჩენების მონაგარი შთამბეჭდავი არ ყოფილა.

ფაჩულიამ მატჩის ბოლო 3 წუთი ითამაშა და აწ უკვე დასრულებული სეზონის ბოლო ქულები საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო. ზაზამ 2 ქულის გარდა 1 მოხსნა მოაგროვა, 1 ორიანი ააცილა და ბურთი ერთჯერ დაკარგა. მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალს კი მაყურებელი აკლდა. “კლივლენდის” ქომაგების უმეტესობამ დარბაზი დატოვა და გოლდენსტეიტელთა საჩემპიონო ზეიმს არ დაესწრო. 

ჩემპიონობა “გოლდენ სტეიტისთვის” ბოლო 4 წელიწადში მე-3 და ზედიზედ მეორე გახლდათ. ბოლო 2 ტიტულის თანამონაწილე ქართველი ცენტრიც გახლავთ, რომელმაც სანაკრებო კარიერა გასულ სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.